კონფიდენციალურობის პოლიტიკა – “Adcom Development“
“Adcom Devolopment– ი“ ხელმძღვანელობს ამ საიტს. ჩვენ გვსურს დავიცვათ და შევინარჩუნოთ ჩვენი საიტის ვიზიტორთა კონფიდენციალურობა, როდესაც ისინი ურთიერთობენ ჩვენთან ელექტრონულად ან როდესაც სტუმრობენ ჩვენს საიტს.
ეს პოლიტიკა განსაზღვრავს იმას , თუ როგორ გადავამუშავებთ თქვენამდე მოსულ ან თქვენს მიერ მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს. ჩვენ ვადასტურებთ იმას, რომ დავიცავთ თქვენს ინფორმაციას და ასევე ვადასტურებთ იმას რომ ვიცავთ მონაცემთა დაცვის ყველა მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციას. წაიკითხეთ შემდეგი, რათა გაიგოთ რა ემართება თქვენგან შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებს ჩვენს საიტზე შემოსვლისას.
ინფორმაციების სახეობები, რომლებიც შეიძლება შევაგროვოთ თქვენგან.
ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ, შევინახოთ და გამოვიყენოთ შემდეგი სახის პერსონალური ინფორმაცია, როდესაც ინდივიდი სტუმრობს ჩვენს საიტს: https://www.hopeforgeorgia.ge/
ინფორმაცია რომელსაც თქვენ გვაწვდით ჩვენ. თქვენ შეიძლება ინფორმაცია მოგვაწოდოთ ჩვენს საიტზე არსებული სხვადასხვა ფორმის შევსებით ,რომელიც მოიცავს იმ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით საკონტაქტო ფორმის შევსებით.
ინფორმაცია რომელსაც საიტი ავტომატურად აგროვებს თქვენზე. ჩვენს საიტზე თქვენი თითოეული ვიზიტის შემდეგ, ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ:
· ტექნიკური ანგარიში, მათ შორის თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი(IP),ბრაუზერის ტიპი და ვერსია,ოპერაციული სისტემა და თქვენი პლატფორმის შეკვეცილი და ანონიმური ვერსია;
· ინფორმაცია თქვენს ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს გვერდებს რომლებსაც სტუმრობთ, რამდენი ხანი იმყოფებით საიტზე, როგორ შედიხართ საიტზე(მათ შორის დრო და თარიღიც), გვერდის რეაგირების დრო, სტუმრობის ხანგრძლივობა, რას აჭერთ, გადმოწერილი დოკუმენტაცია და ჩამოტვირთვის შეცდომები
როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ინფორმაცია, რასაც ვაგროვებთ
ჩვენ ამ ინფორმაციას ვიყენებთ შემდეგი მიზნებით:
ინფორმაცია რომელსაც თქვენ გვაწვდით ჩვენ. ჩვენ ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ:
· რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია და მომსახურება, რომლესაც ითხოვთ ჩვენგან;
ინფორმაცია რომელსაც საიტი ავტომატურად აგროვებს თქვენზე. ჩვენ ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ:
· ჩვენი საიტის ადმინისტრირებისთვის, მათ შორის სტატისტიკური მიზნებისთვის და პრობლემების მოსაგვარებლად
· ჩვენი საიტის გასაუმჯობესებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მასალა თქვენამდე მოვიდეს ყველაზე ეფექტურად;
· უსაფრთხოება და გამართულობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რათა შევინარჩუნოთ საიტის დაცულობა.
ყველა ეს ინფორმაცია გროვდება ანონიმურად და არ არის დაკავშირებული თქვენი პიროვნების იდენტიფიცირებასთან. ამ ინფორმაციაზე თვალყურის დევნებისთვის, ჩვენ ვიყენებთ Matomo ანალიტიკას(GDPR-სთან თავსებადი პროგრამული უზრუნველყოფა). გაიგეთ როგორ იყენებს Matomo თქვენს მონაცემებს შემდეგ საიტზე Matomo.com.
თქვენი ინფორმაციის გამჟღავნება
ყველა ინფორმაცია რასაც თქვენ გვაწვდით მოგვივა ჩვენ მეილით ან შეგროვდება უსაფრთხო სერვერზე, რომელიც მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ ვიყენებთ სანდო საიტს და ჰოსტინგის პროვაიდერს Dreamhost–ს, რათა უკეთ ვმართოთ ეს საიტი. Dreamhost აკმაყოფილებს მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტებს და ვალდებულია კონტრაქტით შეინახოს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელსაც ისინი ჩვენი სახელით ამუშავებენ. ამ საიტზე შეგროვებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც Dreamhost ამუშავებს, დაცულია და მუშავდება მხოლოდ ისე, როგორც ჩვენ ვავალებთ მათ. ჩვენი ნებართვის გარეშე Dreamhost–ს არ შეუძლია წვდომა,უზრუნველყოფა ან წაშლა იმ მონაცემებისა, რომელსაც ის ინახავს .
ჩვენ არ ვაქირავებთ, ვყიდით ან ვავრცელებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს სხვა ხალხთან ან არასანდო კომპანიებთან.
ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა თქვენი მონაცემები დაცული იყოს რეგიონული/ეროვნული ინსტიტუციებისგან და ხელისუფლებისგან.
სამწუხაროდ, ინფორმაციის გადაცემა ინტერნეტის საშუალებით შეიძლება იყოს საშიში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი მონაცემების დასაცავად, ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას ჩვენს საიტზე არსებული ინფორმაციის დაცულობაზე; ნებისმიერი მოწოდებული ინფორმაცია თქვენი რისკია. მას შემდეგ რაც მივიღებთ თქვენს მონაცემებს, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა მკაცრ პროცედურას და მივიღებთ უსაფრთხოების ზომებს არაავტორიზებული წვდომის თავიდან ასაცილებლად
ცვლილებები ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
„Adcom Development–ი“ მომხმარებლებს კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილებაზე ნებისმიერ ინფორმაციას მიაწვიდს ამ საიტზე. გთხოვთ, ხშირად გადაამოწმოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის ნებისმიერი განახლება და ცვლილება.